დინება

 მთელი დღეა ზაფხულის მზე აცხუნებს.

ტყის სასიამოვნო სიგრილე და სუნი წამიერად ბავშვობაში მაბრუნებს. გვიმრები მუხლს ზემოთ გვწვდებიან. ფეხქვეშ, ფოთლების და ტოტების ჩქამი, მკვეთრად ისმის სიჩუმეში. დროდადრო ჩიტების ჭიკჭიკი არღვევს სიმყუდროვეს .

მდინარის წყალი სასიამოვნოდ მელამუნება სხეულზე. თითქოს მეკვრის და მიჭერს ფრთხილად, მაგრამ ძლიერად. ცდილობს თავის ჭკუაზე მატაროს. მეფერება და არ აპირებს სადმე გამიშვას. 

ვფიქრობ, რომ ის ცხოვრებას ჰგავს. ისიც თავის დინებაში მოხვედრილს აღარ გაძლევს საკუთარ ნებაზე მოქმედების უფლებას. ისიც წყალივით გელამუნება და გგონია სიკეთეს და სიამოვნებას გპირდება. თავს იტყუებ ილუზიებში. სინამდვილეში, თუ ის მშვიდდება, სადღაც გაშლილ ფონზე, შენც მიჰყვები და თითქოს მშვიდად ხარ.  ხან კი გახელდება და ქვებს და ლოდებს  შეგახეთქებს. ზოგჯერ პოულობ საკუთარ თავში ძალას მის საწინააღმდეგოდ გაცურო. ზოგჯერ კი, ღონე გამოცლილი მიჰყვები დინებას და აღარ ძალგიძს იმაზე ფიქრი, სად გაგიყვანს.

ახლა კი ვწევარ წყალში და ვგრძნობ, როგორ მელაქუცება და თან ცდილობს თავის ჭკუაზე მატრიალოს.

No comments:

Post a Comment

           ა გვისტოს ბოლოს ჯერ ჩემს შვილებს მისცათ მაღალი სიცხეები, მერე " ნატვრა" ამიხდა და ისინი რომ დავაყენე ფეხზე მე ჩავწექი. ...