გვისტოს ბოლოს ჯერ ჩემს შვილებს მისცათ მაღალი სიცხეები, მერე " ნატვრა" ამიხდა და ისინი რომ დავაყენე ფეხზე მე ჩავწექი. საკმაოდ ცუდად ვიყავი. გადასხმები დამჭირდა. უძლურების და გაუსაძლისი თავის ტკივილის პიკში წარმოვიდგინე, თუმცა არა, ეს არ იყო წარმოდგენა, ცხადად ვიგრძენი როგორ ვიდექი ჩემი სოფლის განაპირას მდებარე " დედა მარიამის" ეკლესიის ეზოში. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ვგრძნობდი, რომ სინამდვილეში ოთახში, საწოლში მწოლი, როგორ ვიდექი ეკლესიის ეზოში. მერე როგორ შემოვიდა მთლიან სხეულში ძალიან დიდი სითბო და სინათლე.  თავი გაცილებით უკეთ ვიგრძენი. ამის მერე ყოველდღე უკეთ ვხდებოდი და მალე სრულად გამოვჯანმრთელდი.
რა თქმა უნდა ვფიქრობდი, რომ აუცილებლად უნდა ავსულიყავი " დედა მარიამთან".
    თითქმის ორი თვე გავიდა. შაბათი დილა იყო. რომ გამეღვიძა მზე უკვე ამოსული იყო და ოქტომბრის თბილი, ნათელი დღე იყო. ვიგრძენი, რომ ის დღე მოვიდა. მხოლოდ სანთლები წავიღეთ და მე და ჩემი შვილები წავედით. გზა ძალიან გაფუჭებული დაგვხვდა, ამიტომ მანქანა გავაჩერე. გზა ფეხით უნდა გაგვეგრძელებინა. თუმცა იმხელა ტალახი იყო, ფეხითაც ძალიან რთული ჩანდა გავლა. წუთიც არ იყო გასული, ცხენის ურმით და ორი დიდი ძაღლით ჩვენი სოფლელი ბიჭი რომ მოვიდა. ერთ ძაღლს ნამდვილად ეთქმოდა უზარმაზარი. თაზოს იმხელა ძაღლი არასოდეს ენახა, შეეშინდა და მანქანიდან გაუბედავად გადმოვიდა. ბიჭმა ძაღლი ურემს გამოაბა და წაყვანა შემოგვთავაზა. მაგრამ თაზო სასტიკ უარზე დადგა. ბოლოს შიში დაძლია და ოთხივე ურემზე დავჯექით. ტალახი გავიარეთ და გზა აღმართს შეუყვა. ჩასვლა დავაპირეთ, მაგრამ არ ჩაგვიშვა - ეკლესიამდე აგიყვანთო. ახალგაზრდა ცხენი იყო, კარგად გახედნილი და ღონიერი. ჯიუტად, თანაბარი ნაბიჯებით მიიწევდა აღმართზე. უკან ძაღლები მოგვყვებოდნენ ერთგულად. ჩვენს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა იმ უზარმაზარ ძაღლზე გვითხრა - ჯერ ცხრა თვის ლეკვიაო. გზაზე თაზო მიხვდა, რომ ეს მხოლოდ ეკლესიის გზა იყო და ეს ბიჭი იქით მხოლოდ ჩვენს გამო წამოვიდა. - დედა, სად მიდის ეს ბიჭი? - მიჩურჩულა ყურში. - ალბათ გაიგო, გვითხრა, რომ ტყეში მიდიოდა წინა დღის დამზადებული შეშის ჩამოსატანად. - მე აღარ მეშინია- მიჩურჩულა ისევ ყურში.- ძალიან კარგი - ვუპასუხე.
    მიგვიყვანა ეკლესიასთან. გული მადლიერებით აგვევსო. მადლობა ძლივს გვაცადა, მაშინვე უკან გაბრუნდა.
    ეკლესიაში შევედით. სანთლები ავანთეთ. მარტონი ვიყავით. მე ხმამაღლა დავიწყე ლოცვა. ვამბობდი იმას, რითაც იმ წუთას სავსე იყო ჩემი გული და რისი თქმაც მთელი გულით მინდოდა ღმერთისთვის, მაცხოვარისთვის, დედა მარიამისთვის, ჩვენი მფარველი ანგელოზებისთვის. ტყის სიჩუმეს მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არღვევდა. 
    საერთოდ, ყოველთვის ჩუმად ვლოცულობ ხოლმე, გულში. ახლა ხმამაღლა იმიტომ დავიწყე ლოცვა, რომ ჩემს შვილებს გაეგოთ , რას სთხოვს ხოლმე მათი დედა ღმერთს. მინდოდა დამახსოვრებოდათ რა იყო ჩემთვის უმთავრესი და მე როცა აღარ ვიქნები, მათი ცხოვრების გადამწყვეტ მომენტში გაიხსენონ, საით წავიდნენ. ასე ვუტოვებ ვაჟას, გოდერძი ჩოხელის, სულხან - საბას და სხვათა წიგნებში ფანქრებით მინიშნებებს. მჯერა, რომ ისინი, ზუსტად მაშინ წააწყდებიან ამ მინიშნებებს, როცა ყველაზე მეტად დასჭირდებათ და როცა არჩევანის წინაშე დადგებიან - კაცობა,  ადამიანობა და ღირსება თუ წარმავალი მატერიალური  კეთილდღეობა უღირსად.
    არაჩვეულებრივი ამინდი იყო. შემაღლებულ და გაშლილ ადგილას გავედით. ცა იყო ძალიან ღრმა და ლურჯი. ათასფრად აჭრელებული ფოთლები  ტოტებზე ცახცახებდნენ. ირგვლივ კუნელი მწიფდა. ჩიტები მშვიდად ჭიკჭიკებდნენ, ისე არა, როგორც გაზაფხულზე. ეს არ იყო აჟიტირებული ჭიკჭიკი, როდესაც წინ უამრავი საქმე აქვთ. გიო ტრადიციულად ხეზე აცოცდა. ეს მისი საყვარელი ქცევაა, როცა ტყეში მივდივართ. მაღლიდან გადაჰყურებს ყველაფერს  და " გვაბზიებს". ხეზე ხავსისა და ტალახისგან გაკეთებული ლამაზი, სიმეტრიული , მიტოვებული ბუდე იპოვა.

    წამოსვლა აღარ გვინდოდა. ჩვენ სხვა სამყაროში ვიყავით, სადაც არ იყო ხმაური, შიში, ეჭვი, ბრაზი, შური. ეს სიმშვიდე და მადლიერება მთლიად შემოვიდა ჩვენს გულებში და არ გვინდოდა მასთან განშორება. თაზო მთელი დღე ემოციებით იყო სავსე და ვინც შეგვხვდა ყველას მოუყვა, როგორ ნახა უზარმაზარი ლეკვი, რომლის მსგავსი არასოდეს ენახა, როგორ აგვიყვანა ბიჭმა ეკლესიაში, რომელიც სხვა გზით მიდიოდა ( ეს ყველაზე შთამბეჭდავი იყო მისთვის) და ბოლოს როგორ იჯდა პირველად ცხენშებმულ ურემზე.

დინება

 მთელი დღეა ზაფხულის მზე აცხუნებს.

ტყის სასიამოვნო სიგრილე და სუნი წამიერად ბავშვობაში მაბრუნებს. გვიმრები მუხლს ზემოთ გვწვდებიან. ფეხქვეშ, ფოთლების და ტოტების ჩქამი, მკვეთრად ისმის სიჩუმეში. დროდადრო ჩიტების ჭიკჭიკი არღვევს სიმყუდროვეს .

მდინარის წყალი სასიამოვნოდ მელამუნება სხეულზე. თითქოს მეკვრის და მიჭერს ფრთხილად, მაგრამ ძლიერად. ცდილობს თავის ჭკუაზე მატაროს. მეფერება და არ აპირებს სადმე გამიშვას. 

ვფიქრობ, რომ ის ცხოვრებას ჰგავს. ისიც თავის დინებაში მოხვედრილს აღარ გაძლევს საკუთარ ნებაზე მოქმედების უფლებას. ისიც წყალივით გელამუნება და გგონია სიკეთეს და სიამოვნებას გპირდება. თავს იტყუებ ილუზიებში. სინამდვილეში, თუ ის მშვიდდება, სადღაც გაშლილ ფონზე, შენც მიჰყვები და თითქოს მშვიდად ხარ.  ხან კი გახელდება და ქვებს და ლოდებს  შეგახეთქებს. ზოგჯერ პოულობ საკუთარ თავში ძალას მის საწინააღმდეგოდ გაცურო. ზოგჯერ კი, ღონე გამოცლილი მიჰყვები დინებას და აღარ ძალგიძს იმაზე ფიქრი, სად გაგიყვანს.

ახლა კი ვწევარ წყალში და ვგრძნობ, როგორ მელაქუცება და თან ცდილობს თავის ჭკუაზე მატრიალოს.

 

 წვიმის წვეთებმა მინაზე ჯერ გაუბედავად დაიწყეს წკაპუნი. მერე ცოტა გათამამდნენ და მალე მათმა ჯარმა იწყო შემოტევა. როცა გაბევრდნენ და ადგილი აღარ ეყოთ ერთმანეთში იწყეს გადასვლა, გაიბერნენ, დამძიმდნენ, ერთ ადგილას ვეღარ შეჩერდნენ და მინაზე ცრემლებად დაეშვნენ. ალბათ დროდადრო ასე გამოხატავენ ყველა იმ ტკივილს, რაც დედამიწაზე ხდება. 

    მერე, როცა მზე გამოანათებს, ალბათ გვიღიმის და გვახსენებს, რომ ამქვეყნად ბევრი კარგი და სასიამოვნო მოვლენა და გრძნობა არსებობს. ამ განცდით მზე ისე გახელდება, რომ ღიმილი ხარხარში გადაუვა და ისეთი გზნებით დააცხუნებს, სიცხის მარწუხებში მოაქცევს ცოცხალს და არაცოცხალს. თითქოს როკავს თავბუდახვეული და ვეღარ გრძნობს, რომ ასე შეიძლება მხოლოდ თვითონ და უდაბნო დარჩნენ. ისევ პრაგმატული დედამიწა შეაქცევს ზურგს და ბეჭებს გაიგრილებს შემოდგომის წვიმებით. ღრუბლებს მოუხმობს საშველად და დაიფარავს მისი წიაღიდან ამოსულ ცოცხალ არსებებს. 

ჩვენ კი გადარჩენილები, ცოტა ხანში დავივიწყებთ მის ზრუნვას და ავწუწუნდებით მოწყენილობისაგან დაღლილები. ზამთრის სიცივე და ზუზუნი სითბოს და  სიცოცხლის სიხარულს მოგვანატრებს.

 ადამიანის ბუნებას არ შეუძლია  უსაფრთხოების ნისლში გახვეული საღათას ძილს მიეცეს. მას მოქმედება, აღფრთოვანება და რაღაცის შეცვლა სურს, ნებისმიერ ფასად. ამიტომ ცვლის ტკივილს სიხარული, უიმედობას - იმედი, მწუხარებას - ბედნიერება, ავდარს - დარი. სუნთქავ და ესაა მთავარი. ყველაფერი იცვლება, სრულდება და ისევ თავიდან იწყება. ცოცხალი ხარ - სხვა დანარჩენი  უკვე შესაძლებელია.


Raindrops began to click on the glass at first. Then they dared a little, and soon their army began to attack. When they got together and had no place, they started moving towards each other, they got old, they got heavier, they could not stop in one place and they cried on the glass. Probably from time to time they express all the pain that happens on earth.

    Then when the sun shines, it probably smiles at us and reminds us that there are many good and pleasant events and feelings in this world. With this feeling, the sun will rise in such a way that the smile will turn into a squall and will burn in such a way that it will turn the living and the non-living into the clutches of heat. It is as if Rokav is dizzy and can no longer feel that he can be left alone and in the desert. Again the pragmatic earth will turn its back and cool its shoulders with the autumn rains. The clouds will call for help and will cover the living creatures that have come out of its bosom.


And we, the survivors, will soon forget to take care of him and we will be tired of boredom. The cold and buzz of winter will make us miss the warmth and joy of life.


 Human nature can not let Sagat sleep wrapped in the fog of security. He wants to act, admire and change something, at any cost. Therefore, pain is replaced by joy, despair - hope, sadness - happiness, avdar - dari. You breathe and that's the main thing. Everything changes, ends and starts again. You are alive - other rest is already possible.

More about this source textSource text required for additional translation information

Send feedback

Side panels


   

      
ახლა გაზაფხულის პირველი კვირაა.
      იები და ბაიები უკვე ყვავიან ჩვენში. 
      დილით წვიმდა. ცოტა ხანში, წვეთები ფიფქებმა შეცვალეს.
      მთელი ზამთარი ისე გავიდა, ერთხელაც არ უთოვია. 
      ახლა რაღაცნაირი ირონია იყო ამ თოვაში. იმ გრძნობის მსგავსი, გვიან რომ ხვდება შენს გულისცემას. ზამთრის, ეს  მეობის გამოვლინება,  დასცინოდა თითქოს ყველას და ყველაფერს. არსად იყო, ის ზეციური სიხარული და სილამაზე მას რომ ახლავს თან.
   ყველაფერს თავისი დრო აქვს.  იმისთვის, რაც ადრე მოდის, შეიძლება მზად არ აღმოჩნდე, რაც  გვიან - მხოლოდ სინანულს იწვევს.
    ადამიანებო, არაფერზე იფიქროთ და იზრუნოთ ერთმანეთის სუნთქვისა და სიხარულის გარდა. ყველაფერი გადაწიეთ უკან, ძალიან უკან.  არ დახარჯოთ დრო იმაზე, რაც თქვენთვის დაკეტილია, რადგან როცა გახსნით, შეიძლება სულ აღარ გინდოდეთ.


It is now the first week of spring.
      Violets are already blooming in us.
      It was raining in the morning. After a while, the drops were replaced by snowflakes.
      The whole winter passed in such a way that not once did it snow.
    Now there was a twist to this snow . Similar to the feeling of being late in your heartbeat. Nowhere was he, the heavenly joy and beauty that accompanies him.
Everything has its time. You may not be ready for what comes early, which - only later, only causes regret.
    People, think of nothing and take care of each other except each other's breath and joy. Move everything back, very back. Do not spend time on something that is closed to you, because when you open it, you may not want it at all.

 როცა რაიმეს, მათ შორის ჭეშმარიტებასაც, ხშირად ვიმეორებთ -  თითქოს ბანალური ხდება, ცვდება და ადამიანები მას ყურადღებას აღარ ვაქცევთ. ამიტომ, ჩვენს ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ეს ჭეშმარიტება სულ სხვაგვარად და სხვა მხრიდან მოდის.

პატივს ვცემ და ვიცავ ჩემთვის მნიშვნელოვან ღირებულებებს, მაგრამ მიყვარს სხვათა გაცნობაც. ამის შედეგად, თითქოს უფრო უკეთ ვიგებ ჩემსას. პარალელების გავლება, უფრო ღრმად მაფიქრებს და ხშირად უფრო მაფასებინებს ჩემსასაც და სხვისასაც. ეს ბევრ სფეროზე ვრცელდება.

ამჯერად, ეს აღმოჩენა რელიგიას ეხება. 

მართლმადიდებლურ ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ძალიან ეკლესიურად არ ვცხოვრობდით და ბევრი რამ არ ვიცი. მაგრამ აღმოვაჩინე მთავარი - შინაგანად, გვცოდნია, რომ მთავარი სიყვარული და სიკეთის კეთებაა.  რამდენად გამოგვდიოდა და გამოგვდის დღესაც, ეს უფრო ღრმად საფიქრებელი და მეხსიერებაში საჩხრეკია, მაგრამ ვიცი რომ ვცდილობდით და ვცდილობთ.

რასაკვირველია, დროდადრო სხვადასხვა რელიგიებს ვეცნობოდი . ყველა მათგანს და მათ მიმდევარს პატივს ვცემ. ჩემთვის მათი მრწამსი ისეთივე წმინდათაწმინდაა, როგორც - ჩემი.  მე აღმოვაჩინე, რომ ქრისტიანობის მთავარი არსიც ეს არის - ღმერთამდე აყვანილი ადამიანების სიყვარული. ამ სიყვარულში, უკლებლივ , ყველა ადამიანი იგულისხმება. 

" სიყვარულის გზა მრისხანებაზე, შეურაცხყოფაზე, დამცირებაზე, შერისხვაზე, შურისგებაზე უარით იწყება, რადგან ადამიანი, ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ მომენტში არის ხატება ღვთისა, - ვინც არ უნდა იყოს იგი, რაც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი.

 ღმერთი არ იწირავს იმ ადამიანის ძღვენს, ვინც გაბოროტებულია.

სიყვარული  - ესაა საკუთარ თავთან შეხვედრის, საკუთარი თავის მიღებისა და შემეცნების შესაძლებლობა სხვისი სიყვარულის მეშვეობით, რადგან სხვა ისევე უნდა გიყვარდეს, როგორც საკუთარი თავი."

ეს რომ იოლი იყოს, ქრისტე არ მოვიდოდა დედამიწაზე და არ ეწამებოდა ჩვენთვის.

სიცოცხლის ანი და ჰოე მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის ქმნაა. სხვა დანარჩენს არა აქვს  არავითარი მნიშვნელობა. ქრისტიანობაში სიკეთე არ არის ჰუმანისტური ეთიკური იდეალი. ის მისი მისტიკური არსია. თუ ადამიანი ადამიანს არ მსახურებს, ის არ მსახურებს ღმერთსაც. და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ადამიანში იგულისხმება, ნებისმიერი ადამიანი - განურჩევლად რასის, აღმსარებლობის, სქესის, კანის ფერის და ა.შ. მეტიც,სიყვარული აქ უმაღლეს ღვთიურ ბუნებამდეა აყვანილი და ის მტრის სიყვარულისკენაც კი მოგვიწოდებს. 


ეს ჩვენთვის ძალიან ძნელია, მაგრამ სწორედ ამის მიღწევაა უმთავრესი.  ხანდახან, როცა სხვა ადამიანების საქციელს განვსჯი და განვიხილავ, მახსენდება, რამდენი რამ მაქვს ჯერ საკუთარ თავში გადასალახი, რამდენი რამის სწავლა, დათმენა მჭირდება  და ამ დროს ძალიან მრცხვენია.

When we repeat something, including the truth, often - as if it becomes banal, it is misunderstood and people no longer pay attention to it. Therefore, there comes a moment in our lives when this truth comes from a completely different and different side.


I respect and uphold the values ​​that are important to me, but I also love getting to know others. As a result, I seem to understand myself better. Drawing parallels makes me think more deeply and often appreciate me and others more. This applies to many areas.


This time, the discovery is about religion.


I was born and raised in an Orthodox family. We did not live very ecclesiastically and I do not know much. But I discovered the main thing - inside, we know that the main thing is to do love and do good. How much it has worked for us and will work for us today, it is more deeply thought-provoking and memorable, but I know we have tried and are trying.


Of course, from time to time I became acquainted with different religions. I respect all of them and their followers. To me, their beliefs are as sacred as mine. I have found that the main essence of Christianity is this - the love of people who have been taken to God. In this love, unconditionally, all people are meant.


"The path of love begins with denial of anger, insult, humiliation, rebuke, revenge, because man, any man, at any moment is an image of God - whoever he may be, whatever he has committed.


 God does not sacrifice the gift of the wicked.


"Love is the ability to meet oneself, to receive oneself, and to know oneself through the love of another, because one must love as much as one loves oneself."


To make it easy, Christ would not have come to earth and would not have been tortured for us.


Life Ani and Hoe are the only and only creation of goodness. The rest does not matter at all. In Christianity, kindness is not a humanistic ethical ideal. He is its mystical essence. If man does not serve man, he does not serve God either. And as I mentioned above, according to Christian doctrine, in a person is meant any person - regardless of race, creed, sex, skin color, etc. Moreover, love here is elevated to the highest divine nature, and it even calls us to love the enemy.



It's very difficult for us, but it's the key to achieving that. Sometimes when I judge and discuss other people's behavior, I remember how many things I have to overcome first, how many things I need to learn, to give up, and this time I am very ashamed.

ხშირად ვფიქრობ - რატომ არ ბერდება თვალები?!
ალბათ იმიტომ, რომ მხოლოდ მათშია ამ სამყაროს ანარეკლი.
შეიძლება მკაფიოდ ვეღარ დავინახოთ, მაგრამ დამახინჯებულად მაინც - არა.
ალბათ, ამიტომ არ ბერდება.
მიაქვს ამ თვალებს დაღლილი სული და სხეული იმქვეყნიურ გადასასვლელამდე.
ამ თვალებს ახსოვთ ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში ვირეკლავდით მასში.
ეს შიკრიკები კვებავენ გულს და გონებას. მათზეა დამოკიდებული რა განწყობას მიიტანენ ჩვენს ორგანიზმში. როგორი იქნება ჩვენი დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ.
ერთ დღესაც რომ ვერ დავინახოთ?!
მაშინ ალბათ გულს ემახსოვრება, რაც მნიშვნელოვანი იყო ჩვენში.
ზოგჯერ იღლებიან და მათ აქვთ უნარი მიხურონ " დარაბები" და დაისვენონ. მაგრამ ეს ხომ ზღაპარია?!დახუჭულნიც კი ვერ აქრობენ გამოსახულებებს. კვლავ დაბორიალობენ მათში  მნიშვნელოვანი მოვლენები და ადამიანები.
ერთხელაც სამყარო რომ გაჩუმდეს?!
რომ ვერ გავიგონოთ საყვარელი ადამიანების ხმები?
ალბათ, მაშინაც, გულს ემახსოვრება ყველაფერი და მიაწვდის თითოეულ უჯრედს იმ იმპულსს, რასაც სიხარულის გამოწვევა შეუძლია.
მე მჯერა, რომ ტკივილშიც შეძლება აღიქვა სიცოცხლის სიდიადე და იქნებ უფრო მეტადაც.  ამ დროს გრძნობ, რომ დასაკარგი არაფერი გაქვს. გაყუჩებულია გულში შენი სევდა. არ შფოთავ. არ იბრძვი. ტკბები ყველაფრით, რაც მოგეცა და გჯერა, რომ მხოლოდ ტკივილის გავლას შეუძლია გაგრძნობინოს, რა არის ნამდვილი სიცოცხლე. არ გტოვებს უკეთესის მოლოდინის იმედი. ის მხოლოდ მოთმინებას მოითხოვს შენგან და ხვდები, როგორ გხდის ეს მოთმინება ადამიანად.


I often think - why do not the eyes grow old ?!
Probably because only in them is a reflection of this world.
We may not see it clearly, but at least in a distorted way - no.
Probably because it does not age.
It brings these eyes to a tired soul and body to the underworld.
These eyes remember everything we have reflected in it over the years.
These shrimps feed the heart and mind. It depends on them what mood they bring to our body. What will be our attitude towards everything.
Can't we see it one day ?!
Then perhaps the heart will remember what was important to us.
Sometimes they get tired and they have the ability to close the "drums" and relax. But is this a fairy tale ?! Even closed ones can not erase the images. Significant events and people are still flooding into them.
Once the world is silent ?!
That we can not hear the voices of loved ones?
Perhaps even then, the heart will remember everything and give each cell the impulse that can bring joy.
I believe that even in pain you will be able to perceive the greatness of life and maybe even more so. At this point you feel like you have nothing to lose. Your melancholy is hidden in your heart. Do not worry. Do not fight. Enjoy everything you have been given and believe that only the passage of pain can make you feel what real life is. Does not leave you hoping for better expectations. It only takes patience for you and you realize how that patience makes you human.

 




    ერთხელ  არითმეტიკის გაკვეთილი გვქონდა. უცებ, რატომღაც წარმოვიდგინე, რომ წრფე, მონაკვეთი და სხივი სამყაროს ასახავდნენ. 
    წრფე ხილულ სამყაროდ წარმომიდგა, რომელსაც არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. მონაკვეთი ცოცხალი არსებების სიცოცხლის ახსნად - მას დასაწყისიც აქვს და დასასრულიც  . სხივი კი სიცოცხლის წარმოშობად, რომელსაც დასაწყისი აქვს და დასასრული - არა.  ამის აღმოჩენის და გაცნობიერების შემდეგ არასოდეს შემშინებია აპოკალიფსის,  რადგან მჯერა, რომ სიცოცხლე სხივია და ის ივლის უსასრულოდ

We once had an arithmetic lesson. Suddenly, for some reason, I imagined that the line, the section, and the beam reflected the universe.
    The line appeared as a visible world that has neither a beginning nor an end. A passage explaining the life of living beings - it has both a beginning and an end. The ray is the origin of life, which has a beginning and an end - no. After discovering and realizing this, I was never afraid of the apocalypse, because I believe that life is a ray and it goes on endlessly ...

           ა გვისტოს ბოლოს ჯერ ჩემს შვილებს მისცათ მაღალი სიცხეები, მერე " ნატვრა" ამიხდა და ისინი რომ დავაყენე ფეხზე მე ჩავწექი. ...